ღვიძლი
ღვიძლი — ორგანო რომელიც 500-ზე მეტ ფუნქციას ასრულებს. ღვიძლის მილიონობით უჯრედი გამუდმებით ამუშავებს სისხლს, რათა მისი სწორი ქიმიური შემადგენლობა უზრუნველყოს. ღვიძლის ფუნქციების დიდი ნაწილი საჭმლის მონელებას უკავშირდება. საკვებით გამდიდრებულ სისხლს ღვიძლი პირდაპირ წვრილი ნაწლავიდან იღებს, სადაც შემადგენლობას აწესრიგებს, სანამ გასუფთავებული სისხლი ჩვეულებრივ შევა მიმოქცევის სისტემაში. მასში ხდება ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გარდაქმნა, შხამიანი ნივთიერებათა გაუვნებელყოფა, რიგი ფერმენტებისა და სხვა ნივთიერებათა, მათ შორის ნაღვლის წარმოქმნა. იგი ასევე ინახავს ვიტამინებსა და რკინას.
სითბოს გენერატორი
ღვიძლში მიმდინარე ათასობით ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება სითბო, რომელიც მასში გამავალ სისხლს ათბობს. ამგვარად, ორგანიზმი ინარჩუნებს მუდმივად მაღალ შინაგან ტემპერატურას, დაახლოებით 37,8 °C-ს, რომელიც ასე შეიძლება გავზომოთ. თუ ტემპერატურა ძალიან მაღალი ან დაბალია, ეს შეიძლება ავადმყოფობის ნიშანი იყოს.
რესურსები ინტერნეტში
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |