ჩესკი-ბროდი (ჩეხ.Český Brod) — ქალაქი ჩეხეთში, ცენტრალური ბოჰემიის მხარეში, კოლინის რაიონში, დაახლ. 27 კმ კოლინიდან. დაახლოებით 7 ათ. მცხ. 2011 წელს აქ აღრიცხული იყო 1752 მისამართი. ქალაქში მოედინება პატარა მდინარე შემბერა, რომელსაც აქვე უერთდება იალოვი-პოტოკი (იალის წყალი) და ღელე ბუშინეცი. ქალაქის შემადგენელი ნაწილებია ყოფილი სოფლები ლიბლიცე და შტოლმირჟი, ხოლო პოდვინნის და მლინის სათევზაო ტბორების ნაპირებზე დასახლება ზაჰრადი, რომელიც შერწყმულია მეზობელ სოფლებთან ვრატკოვი და ტუხორაზი.