ჯეიმზ ფრანკი
ჯეიმზ ფრანკი | |
---|---|
გერმ. James Franck | |
დაბ. თარიღი | 26 აგვისტო, 1882[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | ჰამბურგი, გერმანიის იმპერია[8] |
გარდ. თარიღი | 21 მაისი, 1964[8] [2] [4] [5] [7] (81 წლის) |
გარდ. ადგილი | გეტინგენი[8] |
დასაფლავებულია | ოლსდორფის სასაფლაო და Oak Woods Cemetery[3] |
მოქალაქეობა |
გერმანიის იმპერია აშშ |
საქმიანობა | ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და Wilhelm-Gymnasium |
განთქმული მოსწავლეები | ფრიც ჰოუტერმანსი |
მეუღლე | ჰერტა სპონერი |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიკაში[9] [10] , მაქს პლანკის მედალი, რუმფორდის პრემია[11] , დენი ჰაინემანის პრემია და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[12] |
ჯეიმზ ფრანკი (გერმ. James Franck; დ. 26 აგვისტო, 1882, ჰამბურგი — გ. 21 მაისი, 1964, გეტინგენი) — გერმანელი ფიზიკოსი რომელიც 1925 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ატომების აღგზნებისა და იონიზაციის გამოკვლევისათვის.[13]
ბიოგრაფია
ადრეული წლები
ჯეიმზ ფრანკი დაიბადა 1882 წლის 26 აგვისტოს ჰამბურგში, გერმანიაში.[14] იგი იყო ბანკირი იაკობ ფრანკის და რებეკა დრუკერის მეორე შვილი.[14] მას ჰყავდა უფროსი და და უმცროსი ძმა — რობერტ ბერნარდი.[15] მისი მამა იყო რელიგიური პიროვნება.[14] ჯეიმზ ფრანკმა დაწყებითი სკოლა ჰამბუგრში დაამთავრა. 1891 წლის დასაწყისში იგი შევიდა ვილჰელმის გიმნაზიაში, რომელიც იყო მხოლოდ ბიჭების სკოლა.[15]
ამ პერიოდში ჰამბურგს უნივერსიტეტი არ გააჩნდა, ამიტომ სტუდენტებს უწევდათ გერმანიაში მდებარე 22 უნივერსიტეტიდან ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლა და ლექციებზე დასწრება. კანონებისა და ეკონომიკის შესწავლის მიზნით ფრანკი 1901 წელს შევიდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელსაც ცნობილი „კანონების სკოლა“ გააჩნდა.[16] იგი ესწრებოდა სხვადასხვა კანონების შესახებ წაკითხულ ლექციებს, მაგრამ იგი უფრო ღრმად დაინტერესდა მეცნიერებით. ამ უნივერსიტეტში იგი შეხვდა მაქს ბორნს, რომელიც შემდგომში გახდა მისი ახლო მეგობარი. ბორნის დახმარებით მან დაარწმუნა მშობლები, რომ მას დაეწყო ფიზიკისა და ქიმიის შესწავლა.[17] ფრანკი ესწრებოდა გეორგ კანტორისა და ლეო კონიგსბერგერის მათემატიკის ლექციებს, თუმცა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი არ იყო ფიზიკურ მეცნიერებებში ძლიერი, ამიტომ მან გადაწყვიტა სასწავლებლად შესულიყო ფრედერის უილიამის უნივერსიტეტში, ბერლონში.[16]
ბერლინში ყოფნის პერიოდში ფრანკი ესწრებოდა მაქს პლანკისა და ემილ ვარბურგის ლექციებს.[18] 1904 წლის 28 ივლისს მან მდინარე შპრეეში ჩაძირვას წყვილი ბავშვი გადაარჩინა.[18] მან საკუთარი ფილოსოფიის სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ვარბურგის ედამხედველობის ქვეშ.[19]
გვიანი წლები
1946 წლის 29 ივნისსფრანკი საჯაროდ დაქორწინდა ჰერტა სპონერზე.[20] მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში იგი განაგრძობდა ფოტოსინთეზის მექანიზმის ახსნას.
1925 წელს მიღებული ნობელის პრემიის გარდა ჯეიმზ ფრანკს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: გერმანიის ფიზიკური საზოგადოების მაქს პლანკის მედალი (1951) და ამერიკული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის რამფორდის მედალი (1955) ფოტოსინთეზზე მუშაობისთვის. 1953 წელს იგი გახდა გეტინგენის საპატიო მოქალაქე[21] ხოლო 1964 წელს არჩეულ იყო სამეფო საზოგადოების უცხო ქვეყნის წევრად („ForMemRS“).
ჯეიმპ ფრანკი გარდაიცვალა 1964 წლის 21 მაისს მოულოდნელად, გულის შეტევის შედეგად, გოტინგენში სტუმრად ყოფნის პრეიოდში.[22] იგი დაკრძალულია ჩიკაგოში, მისი პურველი მეუღლის გვერდით.[23] 1967 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის სახელი შეეცვალა და ეწოდა ჯეიმპ ფრანკის ინსტიტუტი მის პატივსაცემად.[24] აგრეთვე ერთ-ერთ მთვარის კრატერს ეწოდა მისი სახელი.[25] მისი ნამუშევრები ინახება ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.[26]
ლიტერატურა
- Rice, Stuart A.; Jortner, Joshua. (2010)James Franck 1882–1964: A Biographical Memoir. U. S. National Academy of Sciences. ციტირების თარიღი: 16 June 2015.
- Lemmerich, Jost (2011). Science and Conscience: The life of James Franck, Translated by Ann M. Hentschel, Stanford, California: Stanford University Press. ISBN 978-0-8047-7909-8.
- Kuhn, Heinrich Gerhard (November 1965). „James Franck. 1882–1964“. Biographical Memoirs of Fellows of the Royal Society. 11: 53–74. doi:10.1098/rsbm.1965.0004. JSTOR 769261.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
სქოლიო
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118534653 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 7.0 7.1 Munzinger Personen
- ↑ 8.0 8.1 8.2 Франк Джеймс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ The Nobel Prize in Physics 1925 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://www.amacad.org/rumford-prize-recipients
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 128.
- ↑ The Nobel Prize in Physics 1925. The Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 16 June 2015.
- ↑ 14.0 14.1 14.2 Rice & Jortner 2010, p. 4.
- ↑ 15.0 15.1 Lemmerich 2011, pp. 8–11.
- ↑ 16.0 16.1 Lemmerich 2011, pp. 12–15.
- ↑ Kuhn 1965, pp. 53–54.
- ↑ 18.0 18.1 Lemmerich 2011, pp. 16–17.
- ↑ Rice & Jortner 2010, p. 5.
- ↑ Lemmerich 2011, p. 259.
- ↑ Rice & Jortner 2010, p. 20.
- ↑ Kuhn 1965, pp. 67–68.
- ↑ Lemmerich 2011, p. 309.
- ↑ About the Institute. James Franck Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 June 2015. ციტირების თარიღი: 20 June 2015.
- ↑ Planetary Names: Crater, craters: Franck on Moon. USGS and NASA. ციტირების თარიღი: 20 June 2015.
- ↑ Guide to the James Franck Papers 1882–1966. University of Chicago. ციტირების თარიღი: 18 June 2015.
|
|