16 ოქტომბერი
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2024 |
16 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 289-ე დღე (ნაკიან წლებში – 290-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 76 დღე.
დღის მოვლენები
- 1775 : ქ. პორტლენდი, მენი, გადაწვეს ბრიტანელებმა.
- 1793 : ლუი XVI-ის ცოლს მარია ანტუანეტას გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს პარიზში რევოლუციის მოედანზე (la Place de la Révolution) საფრანგეთის რევოლუციის პიკის დროს.
- 1813 : მეექვსე კოალიციამ იერიში მიიტანა ნაპოლეონზე და საფრანგეთის პირველ იმპერიაზე ლაიფციგთან - ნაპოლეონის ომთაგან უმსხვილესი კონფლიქტი.
- 1834 : ვესტმინსტერის სასახლე თითქმის სრულიად დაიწვა ლონდონში.
- 1869 : ინგლისის პირველი ქალთა კოლეჯი დაარსდა - გირტონ კოლეჯი, კემბრიჯი.
- 1923 : უოლტ დისნეიმ და მის ძმამ როი დისნეიმ უოლტ დისნეის კომპანია დააარსეს.
- 1940 : ვარშავის გეტო შეიქმნა.
- 1946 : ჩამოახრჩვეს ნიურნბერგის პროცესში ბრალდებული ათი სამხედრო დამნაშავე.
- 1949 : საბერძნეთის სამოქალაქო ომი დასრულდა.
- 1964 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პირველ ბირთვულ გამოცდას ატარებს.
- 1970 : ეგვიპტეში პრეზიდენტად არჩეულ იქნა ანვარ სადათი.
- 1973 : ჰენრი კისინჯერი და ლე დუკ თო ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდნენ.
- 1978 : კაროლ იოზეფ ვოიტილა, კარდინალი კრაკოვიდან, პოლონეთი, ხდება პაპი იოანე-პავლე II, პირველი არა-იტალიელი პაპი მე-16 საუკუნის შემდეგ, და ასევე პირველი ისტორიაში სლავური ქვეყნიდან.
- 1984 : დეზმონდ ტუტუ ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა.
- 2002 : ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში დაკარგული ანტიკური პერიოდის ბიბლიოთეკის აღსანიშნავად გაიხსნა Bibliotheca Alexandrina.
- 2009 : ახალი მუზეუმი ხელახლა გაიხსნა ბერლინში, გერმანია, 70 წლის შემდეგ.
- 2012 : დედამიწის ზომის პლანეტა აღმოაჩინეს მზესთან უახლოეს ვარსკვლავის სისტემაში, კენტავრის ალფაში.
- 2017 : თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა.
ამ დღეს დაბადებულნი
- 1430 : ჯეიმზ II — შოტლანდიის მეფე
- 1483 : კონტარინი, გასპარო — იტალიელი კარდინალი
- 1708 : ჰალერი, ალბრეხტ — შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და პოეტი (გ.1777)
- 1840 : კუროდა კიეტაკა — იაპონელი სახელმწიფო მოღვაწე
- 1841 : იტო ჰირობუმი — იაპონიის პირველი პრემიერ-მინისტრი (გ.1909)
- 1854 : უაილდი, ოსკარ — ირლანდიელი მწერალი (გ.1900)
- 1886 : ბენგურიონი, დავიდ — ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი შემქმნელი და პირველი პრემიერ-მინისტრი
- 1888 : ონილი, ევგენ — ამერიკელი მწერალი
- 1894 : შარეტი, მოშე — ისრაელის მეორე პრემიერ-მინისტრი
- 1914 : ზაჰირ შაჰი — ავღანეთის მეფე
- 1927 : გრასი, გიუნტერ — გერმანალი მწერალი
- 1936 : ჩიკატილო, ანდრეი — საბჭოთა მანიაკი, სერიული მკვლელი
- 1962 : ფლი — ავსტრალიური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი (Red Hot Chili Peppers)
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 786 : ლულუსი მაინციდან — კათოლიკე წმინდანი
- 1333 : ნიკოლოზ V — რომის პაპი
- 1591 : გრიგოლ XIV — რომის პაპი
- 1791 : პოტიომკინი, გრიგორი — რუსეთის ფეიდმარშალი
- 1793 : მარია ანტუანეტა — „ქვრივი კაპეტი“ საფრანგეთის დედოფალი, ლუი XVI-ს მეუღლე
- 1796 : ვიქტორ ამადეუს II — პიემონტ სარდინიის მეფე
- 1879 : სოლოვიოვი, სერგეი — რუსი ისტორიკოსი
- 1946 : კალტენბრუნერი, ერნსტ — ნაცისტური გერმანიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (დ.1903)
- 1946 : ზაის-ინკვარტი, არტურ — გერმანელი იურისტი, მესამე რაიხის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (დ.1892)
- 1946 : რიბენტროპი, იოახიმ ფონ — ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (დ.1893)
- 1946 : იოდლი, ალფრედ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე (დ.1890)
- 1946 : კაიტელი, ვილჰელმ — გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (დ.1882)
- 1946 : ფრანკი, ჰანს — გერმანელი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე
- 1946 : ფრიკი, ვილჰელმ — გერმანელი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე
- 1981 : ლაღიძე, რევაზ — ქართველი კომპოზიტორი
- 1981 : დაიანი, მოშე — ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე
დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- დიონისე არეოპაგელი, რუსტიკე ხუცესი და ელეფთერ დიაკონი
- იოანე ქოზიბელი
- ისიხიოს ქორებელი
- აგრეთვე:
- საკვების მსოფლიო დღე
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები: