Black Eyed Peas

ჯგუფი 2009 წლის 25 ივნისს. მარცხნიდან მარჯვნივ: Taboo , will.i.am, apl.de.ap. და ფერჯი

The Black Eyed Peas — ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან (კალიფორნია), რომელმაც წარმატებას მიაღწია მსოფლიო მასშტაბით. ჯგუფში ოთხი წევრი შედის - will.i.am, apl.de.ap, Taboo, და Fergie. 2003 წლის წარმატებულმა ალბომმა Elephunk ამ ჯგუფს პოპ/საცეკვაო ჰიპ-ჰოპ მუსიკით სახელი დაუმკვიდრა. The Black Eyed Peas-ს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 30 მილიონამდე ალბომი და სინგლი აქვს გაყიდული.

დღესდღეობით, Black Eyed Peas ისვენებს. მისი წევრები დამოუკიდებლად მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში.

დისკოგრაფია

  • Behind the Front (1998)
  • Bridging the Gap (2000)
  • Elephunk (2003)
  • Monkey Business (2005)
  • The E.N.D. (2009)
  • The Beginning (2010)

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: