Suillellus queletii

Дубовик Келе

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  Suillellus
ლათინური სახელი
Suillellus queletii (Schulzer) Vizzini, Simonini & Gelardi (2014

Suillellus queletii (ადრე Boletus queletii) — სოკოს სახეობა ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. იშვიათი სოკოა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის კონტინენტს.

სოკო პირველად აღწერა ავსტრიელმა მიკოლოგმა შტეფან შულცერმა 1885 წელს როგორც Boletus queletii.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Tubiporus queletii (Schulzer) Maire, 1937
  • Versipellis queletii (Schulzer) Quél. (1886)
  • Dictyopus queletii (Schulzer) Quél.
  • Tubiporus queletii (Schulzer) Maire (1937)

აღწერა

ქუდის დიამეტრი 15 სმ-მდე აღწევს, მომრგვალებულია, ამოზნექილი წაბლისფერ-ყავისფერი, თავდაპირველად ხავერდოვანი, ასაკთან ერთად გლუვი ხდება, მშრალია, შეზრდილი.

რბილობი ხორციანია, მკვრივი, მოყვითალო, ფეხის რბილობი მოყავისფროა, გაჭრისას ლურჯდება.

ფეხის სიგრძე — 4-15 სმ, სიგანე — 1-3,5 სმ ცილინდრული, ძირში გამსხვილებული, მთლიანი. ზედაპირი ბადისა და ქერცლის გარეშე. თითქმის გლუვი, ყვითელ-ყავისფერი.

ჰიმენოფორი თავისუფალი, მილების სიღრმე — 1,5-3 სმ, ფორები წვრილი, მომრგვალებული, ქუდის ქვედა ზედაპირი ნარინჯისფერია, ხელის დაჭერისას ლურჯდება.

სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერი, სპორები 10-14 × 5-7 მკმ,[1][2] თითისტარისებრი, გლუვი.

გამოყენება

უფრო ხშირად არასაჭმელ სოკოდაა მიჩნეული. თუმცა სხვა ლიტერატურაზე დაყრდნობით, პირობითად საჭმელ სოკოდ ითვლება. მოხმარებამდე საჭიროა მისი სათანადოდ მომზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა.

მსგავსი სახეობები

ეკოლოგია და გავრცელება

იშვიათი სოკოა. იზრდება ფართოფოთლოვან ტყეებში. მიკორიზას ქმნის მუხასთან,[3] ასევე ნაწილობრივ რცხილასთან და ცაცხვთან,[3] იშვიათად წიფელთან და თხილთან.[4]

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას. ჩეხეთში გადაშენების პირასაა.[5] აზიაში სოკო დაფიქსირებულია ტაივანში.[6]

სეზონი — მაისი-ოქტომბერი.

გალერეა

ლიტერატურა

  • Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 102. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. (2013) Le guide des champignons France et Europe (French). Belin, გვ. 98. ISBN 978-2-7011-8289-6. 
  2. (2018) Funga Nordica Agaricoid, boletoid, clavarioid, cyphelloid and gasteroid genera. Copenhagen: Nordsvamp, გვ. 218. ISBN 978-87-983961-3-0. 
  3. 3.0 3.1 Josef Šutara, Michal Mikšík, Václav Janda (2009). Hřibovité houby. Academia, გვ. 156. ISBN 978-80-200-1717-8. 
  4. Jan Holec, Miroslav Beran. Červený seznam hub (makromycetů) České republiky. Praha: Příroda.  დაარქივებული 2021-01-09 საიტზე Wayback Machine.
  5. Mikšik M. (2012). „Rare and protected species of boletes of the Czech Republic“. Field Mycology. 13 (1): 8–16. doi:10.1016/j.fldmyc.2011.12.003.
  6. Yeh K-W, Chen Z-C. (1980). „The boletes of Taiwan“ (PDF). Taiwania. 25 (1): 166–184.