გუთური

სოფელი
გუთური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი გუთური
კოორდინატები 42°00′10″ ჩ. გ. 42°14′12″ ა. გ. / 42.00278° ჩ. გ. 42.23667° ა. გ. / 42.00278; 42.23667
დაარსდა გვიან-ბრინჯაო-ადრე რკინის ხანა
ცენტრის სიმაღლე 140
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 880[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %, რუსები 0,45 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გუთური — საქართველო
გუთური
გუთური — გურიის მხარე
გუთური
გუთური — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
გუთური

გუთურისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი გუთური).

მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 140 მ., ჩოხატაურიდან 2 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 22 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] გუთური ორ უბნად იყოფა: ზემო გუთური და ქვემო გუთური.

ისტორია

სოფელი დასახლებული იყო გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან, რაც დასტურდება სუფსა-ოსკოჯურის შუამდინარეთში აღმოჩენილი გუთურის განძებით. გუთური ერგეს ნაწილს წარმოადგენდა. გუთური კოლხთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამოსახლარად მიიჩნევა. აქ დადასტურებულია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის წარმოება.[3] რუსეთის იმპერიის დროს შედიოდა ჯვარცხმის სასოფლო საზოგადოებაში. საბჭოთა პერიოდში შედიოდა ჩოხატაურის სადაბო საბჭოში, სოფელში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 880 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 553
1911[5] 418
2002[6] 1111 519 592
2014[1] 880 430 450

ცნობილი ადამიანები

სოფელში დაიბადნენ:

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
  3. გაზეთი „კომუნიზმის განთიადი“ — 21 სექტემბერი, 1968 წ.
  4. Кавказский календарь на 1910 год
  5. Кавказский календарь на 1912 год
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II