ზემო ფარცხმა
ზემო ფარცხმა — სოფელი საქართველოში , გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში , ფარცხმის თემის ცენტრი (სოფლები: ზემო ფარცხმა, შუა ფარცხმა ). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე სუფსის ხეობაში, ჩოხატაურიდან 2 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 16 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში დაიბადა გაბრიელ მეგრელიშვილი . სოფელში მოქმედებს ღვინის მარანი, სადაც ჩხავერის ღვინო იწარმოება.[ 2] სოფელში აღმოჩენილია ანტიკური ხანის მსაალების შემცველი ქვევრსამარხები.[ 3]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 720 ადამიანი. სოფელში გავრცელებული გვარებია ჩხიკვაძე და ცინცაძე, შედარებით ნაკლებად ძნელაძე და ელიეშვილი.
აღწერის წელი
მოსახლეობა
კაცი
ქალი
2002[ 4]
875
416
459
2014[ 1]
720
364
356
ლიტერატურა
სქოლიო
The article is a derivative under the Creative Commons Attribution-ShareAlike License .
A link to the original article can be found here and attribution parties here
By using this site, you agree to the Terms of Use . Gpedia ® is a registered trademark of the Cyberajah Pty Ltd