წითელგორა
წითელგორა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზემო სურების თემში (სოფლები: ზემო სურები, თავსურები, ტობახჩა, შველაურ-ციციბაური, ჩაკიტაური, წითელგორა, ჭალა-ქადაგაური). მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 500 მ., ჩოხატაურიდან 26 კმ, საჯავახოდან 45 კმ, ზემო სურებიდან 2 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეცხოველეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 21 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
40 |
24 |
16
|
2014[1] |
21 |
13 |
8
|
ლიტერატურა
სქოლიო