თავპანტა
თავპანტა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნაბეღლავის თემში (სოფლები: თავპანტა, ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკოურა). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 480 მ. ნაბეღლავიდან 2 კმ., ჩოხატაურიდან 25 კმ. სოფელში არის წაბლის ტყის კორომი. სოფელში იდგა ეკლესია. ხშირი თავდასხმების გამო სოფელი ერთ ხანს მიტოვებული იყო და XIX საუკუნეში ხელახლა დასახლდა.[2] სოფელში დაფიქსირებული ტოპონიმებია ბზვანის გორაკი და ზვანის ღელე.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 83 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[3] |
101 |
|
|
2002[4] |
117 |
54 |
63
|
2014[1] |
83 |
39 |
44
|
ლიტერატურა
სქოლიო