დანიის ჰიმნი
ქართ. დანიის სახელმწიფო ჰიმნი | |
ქვეყანა | დანია |
---|---|
ტექსტის ავტორი | ადამ ელენშლეგერი |
მუსიკის ავტორი | ჰანს ერნსტ კრეიერი |
შემოღებულ იქნა | 1835 წელს |
დანიის ჰიმნი (დან. Der er et yndigt land) — დანიის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო.
ტექსტი 1819 წელს ადამ ელენშლეგერმა დაწერა. თავდაპირველად ის 12 სტრიქონისგან შედგებოდა, რომელიც შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. მუსიკა 1835 წელს ჰანს ერნსტ კრეიერმა შექმნა. მოგვიანებით, თომას ლაუბმა და კარლ ნილსენმა ასევე შექმნეს ალტერნატიული მელოდიები, მაგრამ არცერთი მათგანი არ დამტკიცებულა და დღეს ხალხისთვის ისინი თითქმის უცნობია.