ჰანიბალმა ძვ. წ. 216 წელს სცადა აეღო ნოლა, რომელსაც იცავდა რომის კონსული მარკუს კლაუდიუს მარცელიუსი, მაგრამ მარცხი განიცადა. მარცელიუსი დარჩა ნოლაში და ზაფხულში თავს დაესხა სამნიუმს, რომელთა მაცხოვრებლებიც ჰანიბალის ხარეზე იყვნენ გადასულები. სამნიტებმა ჰანიბალს ელჩი გაუგზავნეს დახმარების სათხოვნელად. ჰანიბალი დასთანხმდა თხოვნს და გაემართა ნოლისაკენ. თავდაპირველად ჰანიბალი ელჩ ჰანონის მეშცეობით ცდილობდა ნოლის მაცხოვრებელთა გადმობირებას, მაგრამ მათ რომაელებთან დიდი ხნის ნეგობრობა აკავშირებდათ და ჰანიბალის შეთავაზებაზე უარი თქვეს.
ჰანიბალმა ალყა შემოარტყა ქალაქს. მარცელიუსმა გადაწყვიტა გამოსავალი ენახა. იგი თავს დაესხა კართაგენელებს და გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა. ბრძოლის დასრულებას ხელი შეუშალა თავსხმა წვიმამ, რომელიც მთელი რამე გრძელდებოდა.
სამი დღის შემდეგ ჰანიბალმა თავისი რაზმები გააგზავნა ნოლანელების მიწების გასანადგურებლად. მარცელიუსმა მოამზადა ჯარი, ჰანიბალმაც მიიღო გამოწვევა. ბრძლა რომაელთა სასარგებლოდ წარიმართა. მათ მოახდინეს ზეწოლა კართაგენელებზე და ბანაკისკენ განდევნეს. მარცელიუსმა აქ გასცა უკან დახევის ბრძანება. ჰანიბალმა კი აპულიისკენ დაიხია.
ტიტუს ლივიუსის მიხედვით კართაგენელებმა დაკარგეს 5 000 მებრძოლი და 600 ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, ხოლო რომაელტა ხარეს ზარალი იყო 1 000 დაღუპული.