რალფ დარენდორფი
რალფ დარენდორფი | |
რალფ დარენდროფი 1980 წელს | |
ლორდთა პალატა | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ივლისი,1993 წელი – 17 ივნისი,2009 | |
ევროკომისარი კვლევის, მეცნიერებისა და განათლების საკითხებში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 იანვარი,1973 – 5 იანვარი,1977 | |
პრეზიდენტი | ფრანსუა-ხავიერ ორტოლი |
წინამორბედი | ფრიც ჰელვიგი |
მემკვიდრე | გვიდო ბრუნერი |
ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივლისი,1970 – 5 იანვარი,1973 | |
პრეზიდენტი | სიკო მანშოლტი ფრანკო მარია მალფატი |
წინამორბედი | ჟან-ფრანსუა დენიაუ |
მემკვიდრე | კრისტოფერ სოამსი |
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინსტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ოქტომბერი,1969 – 2 ივლისი,1970 | |
კანცლერი | ვილი ბრანდტი |
წინამორბედი | ახალ დანიშნული |
მემკვიდრე | კარლ მოერში |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 სექტემბერი,1969 – 2 ივლისი,1970 | |
დაბადებული | 1 მაისი 1929 ჰამბურგი |
გარდაცვლილი | 17 ივნისი 2009 კელნი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო გერმანია |
ეროვნება | გერმანელი |
პოლიტიკური პარტია | გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია |
მამა | გუსტავ |
დედა | ლინა |
მეუღლე | ვერა დარენდორფი ელენ დარენდორფი (1980–2004) კრისტიან დარენდორფი |
შვილები | ნიკოლა , ალექსანდრა და დაფნა |
განათლება | ჰამბურგიის უნივერსიტეტი ლონდონის ეკონომიკის სკოლა |
პროფესია | სოციოლოგი |
რალფ გუსტავ დარენდორფი, ბარონი დარენდორფი (დ. 1 მაისი 1929 – გ. 17 ივნისი 2009) — გერმანელ-ბრიტანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი, მეცნიერი და ლიბერალი პოლიტიკოსი. კლასთა კონფლიქტის თეორეტიკოსი - დარენდორფი თანამედროვე საზოგადოების კლასობრივი დაყოფის ახსნისა და ანალიზის წამყვანი ექსპერტი.დარენდორფმა დაწერა მრავალი სტატია და წიგნი, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული იყო კლასობრივი კონფლიქტი ინდუსტრიულ საზოგადოებაში (1959) და ნარკვევები საზოგადოების თეორიაში (1968).
პოლიტიკური კარიერის განმავლობაში იგი იყო გერმანიის პარლამენტის წევრი,გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპრალმენტო სახელმწიფოს მდივანი, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, ევროკომისარი კვლევის, მეცნიერებისა და განათლების საკითხებში და ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი,მასშემდგომ, რაც მას მიენიჭა მუდმივი წარმომადგენლის სტატუსი 1993 წელს. ამის შემდეგ იგი გაერთიანებულ სამეფოში ლორდ დარენდორფის სახელით იყო ცნობილი.[1]
დარენდორფი იყო ლონდონის ეკონომიკის სკოლის დირექტორი და ოქსფორდის წმინდა ანტონის კოლეჯის დეკანი. იგი აგრეთვე იყო სოციოლოგიის პროფესორი სხვადასხვა უნივერსიტეტებში, როგორც გერმანიაში ისე ბრიტანეთში. ასევე, იყო მკვლევარი-პროფესორი ბერლინის სოციალურ მეცნიერებათა კვლევის ცენტრში.
ბიოგრაფია
ოჯახი
დარენდორფი დაიბადა ჰამბურგში, 1929 წელს, ლინა და გუსტავ დარენდორფების ოჯახში. იგი იყო ფრანკ დარენდორფის ძმა .[1]
დარენდორფი ცნობილი იყო ანტი-ნაცისტური აქტივობებით.[2] ბავშვობაში რალფი იყო დოიჩე უნგფოლკის წევრი , ჰიტლერიუგენდის ახალგაზრდული ფრთის ნაწილი.[3] . როდესაც რალფი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, ის და მამამისი, გსდპ-ისა და გერმანიის პარლამენტის წევრი, დაიჭერეს და გააგზავნეს საკონცენტრაციო ბანაკში მათი ანტი-ნაცისტური აქტივობების გამო. ამის შემდეგ , რალფის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში. 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს რალფი კვლავ დაჭერილ იქნა ანტი-ნაცისტური აქტივობების გამო და გააგზავნეს საკონცენტრაციო ბანაკში, პოლონეთში. 1945 წელს იგი განთავისუფლებულ იქნა ბანაკიდან.[4][5]
ქორწინება და შვილები
დარენდორფმა სამჯერ იქორწინა. პირველად 1954 წელს იქორწინა ვერაზე. ვერა და რალფი ერთად სწავლობდნენ ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. ერთად მათ სამი ქალიშვილი შეეძინათ: ნიკოლა, ალექსანდრა და დაფნა. ნიკოლა დარენდორფი მუშაობდა გაეროში და დასავლეთ აფრიკის რეგიონალური კონფლიქტების მრჩეველად დიდი ბრიტანეთისთვის.
1980-2004 წლამდე, იგი დაქორწინებული იყო ისტორიკოსა და თარჯიმანზე ელენ დარენდორფზე, ელენი პროფესორი ჯეიმზ კრუგის ქალიშვილი იყო. იმის შემდეგ, რაც რალფს მიენიჭა ლორდის სტატუსი, ელენი ცნობილ იქნა,როგორც „ლეიდი დარენდორფი“ . ელენ დარენდორფი მუშაობდა ებრაული პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში. იგი იყო ახალი ისრაელის ფონდის ბრიტანეთის ფილიალის თავმჯდომარე და იყო დამოუკიდებელი ებრაული ხმის დეკლარაციის ხელმომწერი, რომელიც მნიშვნელოვანი ებრაული დოკუმენტია პოლიტიკის წარმოებისთვის პალესტინელების მიმართ.[6][7][8]
რალფ დარენდორფის პირველი ორი ქორწინება განქორწინებით დასრულდა. 2004 წელს იგი კიდევ ერთხელ დაქორწინდა ექიმ კრისტიან დარენდორფზე, რომელიც კელნიდანაა.[9]
განათლება და კარიერა
რალფ დარენდორფი სწავლობდა ფილოსოფიას,კლასიკურ ფილოლოგიას და სოციოლოგიას ჰამბურგის უნივერსიტეტში 1947-1952 წლებში. 1954 წელს იგი ასრულებს დოქტორანტურის სწავლას სოციოლოგიაში ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. მალევე იგი ბრუნდება გერმანიაში, სადაც ხელმძღვანელობდა სოციოლოგიის კათედრას, კულმინაციას კი კონსტანცის უნივერსიტეტში მიაღწია 1969 წელს.[10] დარენდორფის აკადემიური კარიერის საწყის ეტაპებზე, ინტერესდება მარქსიზმის თეორიებით და სამეცნიერო თეზისს წერს კარლ მარქსის სამართლიანობის თეორიაზე.[11] 1950-იანების მიწურულიდან დერნდორფი, როგორც კოზერი, დავობდა „კონფლიქტის თეორიის მიდგომასთან დაკავშირებით სოციოლოგიაში“[12] 1953–1954 წლებში მან გააგრძელა აკადემიური კვლევა ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში კარლ პოპერის ხელმძღვანელობით, როგორც ლევერჰულმის მკვლევარი, 1956 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი სოციოლოგიაში. იგი სოციოლოგიის პროფესორი იყო ჰამბურგის უნივერსიტეტში (1957-1960), ტუბინგენის უნივერსიტეტში (1960-1964) და კონსტანცის უნივერსიტეტში (1966-1969)[1]
1957-1959 წლებში, დარენდორფი განიხილავდა „კვაზი ჯგუფებსა და ინტერესთა ჯგუფებს შორის პრინციპულად ორგანიზების შესაძლებლობას“.კვაზი ჯგუფები განიმარტება შემდეგნაირიად :კოლექტივებს, რომლებსაც აქვთ ფარული იდენტური როლის ინტერესები, თუმცა ისინი არ განიცდიან „კუთვნილების“ გრძნობას . მეორე მხრივ, ინტერესთა ჯგუფებს აქვთ სტრუქტურა, ორგანიზაციის ფორმა, საერთო პროგრამა ან მიზანი და ჰყავთ წევრები."[13] 1960 წელს გახდა ნიუ - იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი სოციოლოგიაში.[14]
1968-69 წლებში იგი იყო ბადენ-ვიურტემბერგის პარლამენტის წევრი. ამავე წელს დარენდორფსა და ჰარვარდს შორის იწყება თანამშრომლობა.[14]. 1969 წელს დარენდროფი გადაწყვეტს გახდეს ბუნდესტაგის წევრი. ამ პერიოდში ბრანდტი აყალიბებს თავის პირველ გსპდ-გთდპ კოალიციურ მთავრობას. ბუნდესტაგის შესვლის შემდეგ იგი დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნად. იმის გამო, რომ საგარეოს საქმეთა სამინისტროს წესდებით აღნიშნული პოსტი საფეხურით მესამე ადგილას იყო, იგი უკმაყოფილო იყო აღნიშნული თანამდებობით.[14] 1969-70 წლებში იგი აგრეთვე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი. 1970 წელს კი იგი ხდება ევროკომისარი ბრიუსელში. იგი იყო ადამიანის უფლებების დაცვისა და თავისუფლების გარანტორი ევროკავშირში.[14]
1974 წელს, ბბს-მ მიიწვა ყოველწლიურად რადიო გადაცემაში სახელად რიჰის ლექციები. აღნიშნული რადიოგადაცემა 6 ნაწილად იყო დაყოფილი სახელად The New Liberty(ახალი თავისუფლება). აღნიშნულ რადიოგადაცემაში დარენდორფმა განმარტა თუ რას ნიშნავს თავისუფლება.
1974-1984 წლებში, დარენდორფი იყო ლონდონის ეკონომიკის სკოლის დირექტორი. გერმანიაში კი იგი დაბრუნდა, რათა გამხდარიყო სოციალური მეცნიერების პროფესორი კონსტანციის უნივერისტეტში 1984-86 წლებში.
1967-დან 1970 წლამდე, იგი ხელმძღვანელობდა გერმანიის სოციოლოგიის ასოციაციას, მან აღნიშნული პოსტი მხოლოდ მას შემდგომ დატოვა, რაც ბრიუსელში ევროკომისარი გახდა. 1976-79 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საგანმანათებლო ქვეკომიტეტს სახელად ბენსონის კომისიას.[15]
1986 წელს, რალფ დარენდროფი ხდება ლონდონის ეკონომიკის სკოლის ხელმძღვანელი. 1987-97 წლებში კი იგი ოქსფორდის წმინდა ანტონის კოლეჯის დეკანი, მისი მემკვიდრე კი ისტორიკოსი სერ რეიმონდ კარი იყო.[1]
1982 წელს დარენდორფს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის რაინდის ორდენი. 1988 წელს კი, იგი ხდება ბრიტანეთის მოქალაქე.[14] ამის შემდეგ, იგი ცნობილია როგორც სერ რალფ დარენდორფი (ბრიტანეთის იმპერიის რაინდის ორდენის სტატუსით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც არის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე). 1993 წლის 15 ივლისს იგი ხდება ლორდთა პალატის მუდმივი წევრი,რის შედეგადაც მას ენიჭება „ბარონი დარენდორფის“ სტატუსი. იგი ხდება ქალაქ ვესტმინისტერის კლერ მარკეტის ბარონი.[16] კლერ მარკეტი ლონდონის ეკონომიკის სკოლის მახლობად მდებარეობს, აღნიშნულ ტერიტორიას კი სკოლის მომსახურე პერსონალი საპარკინგედ იყენებს. ამ სახელით დარენდორფმა პატივი სცა სკოლას, ასევე, აღნიშნული სახელი აირჩია მისი ლიბერალური იუმორის ნიშნად. ლორდთა პალატაში იგი მოღვაწეობდა, როგორც პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი.
2000 - დან 2006 წლამდე დარენდორფი მუშაობდა პირველი „პასუხისმგებლიანი კაპიტალიზმის ჯილდოს“[17] მოსამართლე კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. 2009 წელს დარენდორფს გადაეცა პირველი „პასუხისმგებლიანი კაპიტალიზმის ცხოვრებისეული მიღწევების ჯილდო“. დარენდორფი ამტკიცებდა, რომ თუნდაც ყველაზე ფუნდამენტურ სამოქალაქო უფლებებს, მათ შორის კანონის წინაშე თანასწორობას და გამოხატვის თავისუფლებას , მისცემოდა კონსტიტუციური ლეგიტიმაცია.[14] 2007 წლის 11 ივლისს, მას მიენიჭა პრინცესა ასტურიას პრემია სოციალური კვლევებისთვის.
2005 წლის იანვარში იგი დაინიშნა ბერლინის სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის სამეცნიერო პროფესორის თანამდებობაზე[18].
დარენდორფს ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა, როგორც დიდი ბრიტანეთის , ასევე გერმანიის. პენსიაზე გასვლის შემდეგ, იგი ნაწილობრივ ცხოვრობდა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. მას ერთი სახლი ჰქონდა ლონდონში მეორე კი ბონდორფში სამხრეთ- დასავლეთ გერმანიაში. როდესაც ჰკითხეს, თუ რომელი ქალაქი მიაჩნდა მას სახლად, მან უპასუხა, რომ იგი იყო „ლონდონელი“.[19] ერთხელ მან თქვა, რომ მის ცხოვრებაში არსებობდა დაპირისპირება იმ ვალდებულებას შორის, რომელიც მას ჰქონდა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც იგი დაიბადა, ხოლო ბრიტანეთისადმი იგი გრძნობდა მიჯაჭვულობასა და კავშირს.[5]
გარდაცვალება
დარენდორფი გარდაიცვალა კელნიში 2009 წლის 17 ივნისს 80 წლის ასაკში, სიმსივნით.[20]. გარდაცვალების შემდეგ მას დარჩა მესამე ცოლი, სამი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი.[4]
დარენდორფის ცნებები
კლასი და კლასობრივი კონფლიქტი ინდუსტრიულ საზოგადოებაში
1959 წელს დარენდორფმა გამოაქვეყნა თავისი ყველაზე გავლენიანი ნაშრომი სოციალური უთანასწორობა, კლასი და კლასობრივი კონფლიქტი ინდუსტრიულ საზოგადოებაში. მოგვიანებით მისი ნაშრომების გადასინჯვისა და რედაქტირების მიუხედავად, ეს წიგნი კვლავ რჩება მის პირველ დეტალურ და ყველაზე გავლენიან ნაშრომად თანამედროვე ან პოსტ-კაპიტალისტურ საზოგადოებებში სოციალური უთანასწორობის პრობლემის შესახებ.[21]
სტრუქტურული ფუნქციონალიზმის და მარქსიზმის არგუმენტების ანალიზისა და შეფასებისას, დარენდორფს მიაჩნდა, რომ არცერთ ცალკე აღებულ თეორიას არ შეეძლო მორგებოდა ყველანაირ საზოგადოებას. მარქსიზმმა მხედველობაში არ მიიღო სოციალური ინტეგრაციისა და ერთიანობის აშკარა ფაქტები. მეორე მხრივ, სტრუქტურული ფუნქციონალიზმი საკმარისად არ იყო კონცენტრირებული სოციალურ კონფლიქტებზე.[21][22] იგი, ასევე, აცხადებდა, რომ კარლ მარქსი კლასს განსაზღვრავდა ვიწრო ისტორიულ სპეციფიკურ კონტექსტში. მარქსის მოღვაწეობის დროს, სიმდიდრე იყო ძალაუფლების მიღწევის განმსაზღვრელი ფაქტორი, მდიდარი, მაშასადამე, გავლენიანი, არ უტოვებდა ღარიბ ადამაიანს არანაირ შანს იმისათვის, რომ მოეპოვებინა ძალაუფლება ან გაეზარდა საკუთარი პოზიცია საზოგადოებაში.
დარენდორფი ეყრდონობოდა მარქსიზმისა და სტრუქტურული ფუნქციონალიზმის ასპექტებს იმისათვის, რომ ჩამოეყალიბებინა საკუთარი რწმენა. დარენდორფმა ხაზი გაუსვა იმ ცვლილებებს, რომელიც თანამედროვე საზოგადოებამ განიცადა. დარენდოფს სწამდა საზოგადოების ორი მიდგომის: უტოპიურისა და რაციონალურის. უტოპიური არის ღირებულებების და სიმყარის ბალანსი, ხოლო რაციონალური არის აზრთა სხვადასხვაობის და უთანხმოების ერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მას სჯერა, რომ ორივე სოციალური პერსპექტივაა, უტოპიური მიდგომა ყველაზე აშკარაა თანამედროვე საზოგადოებაში, რის გამოც დარენდორფმა ორ შეხედულებას შორის ბალანსი შექმნა.[23] დარენდორფი განიხილავს ლიტერატურულ უტოპიას იმის საჩვენებლად, რომ სოციალური სისტემის სტრუქტურალურ-ფუნქციონალისტური იდეა თავისთავად უტოპიურია, რადგან ის ფლობს ყველა საჭირო ატრიბუტიკას.[12] კერძოდ, დემოკრატიამ გააჩინა ხმის მიცემის შესაძლებლობა, რამაც გაზარდა სოციალური მობილობა. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა კონფლიქტს ქმნის.[24] ფულს, პოლიტიკურ ძალაუფლებას და სოციალურ სტატუსს აკონტროლებს მხოლოდ ერთი და იგივე ჯგუფი - კაპიტალისტური ჯგუფი - რამაც მუშებს მცირე სტიმული მისცა სტატუს-კვოს შენარჩუნებაში.[25]
უფრო მეტიც, იგი თვლის, რომ ტრადიციული მარქსიზმი უგულებელყოფს კონსესუსსა და ინტეგრაციას თანამედროვე სოციალურ სტრუქტურებში.[21] დარენდორფის თეორიამ კლასი განსაზღვრა არა სიმდიდრის თვალსაზრისით, როგორც ამას მარქსი განსაზღვრავდა, არამედ ავტორიტეტის დონის მიხედვით.[24] დარენდორფმა გააერთიანა ორივე ამ ელემენტის თეორიები, რათა შეემუშავებინა საკუთარი თეორია კლასობრიცი კონფლიქტის შესახებ პოსტ-კაპიტალისტურსაზოგადოებაში. დარენდორფი ეთანხმება მარქსს, რომ ძალაუფლება მე-19 საუკუნეში დამყარებული იყო შემოსავლის რაოდენობასთან, მაშასადამე, მდიდარი ბურჟუა მართავდა სახელმწიფოს. თუმცა სიტუაცია შეიცვალა, მუშებმა შექმნეს პროფკავშირები. სწორედ პროფკავშირებმა მისცეს მუშებს შესაძლებლობა, ეწარმოებინათ მოლაპარაკებები კაპიტალისტებთან.[12]
კლასთა კონფლიქტის თეორია
დარენდორფმა შეიმუშავა, განავითარა და დახვეწა კლასობრივი კონფლიქტის თეორია. იგი გვთავაზობს კლასობრივი კონფლიქტის სიმბოლურ მოდელს ავტორიტეტთან, როგორც დომინირების ზოგად ფორმასთან, კომბინირებულ საზოგადოებასთან მკაცრ სისტემურ ხედვას და კლასობრივი ურთიერთობების სტრუქტურას.[10] ეს ახალი თეორია გამოძახილია სტუქტურული ფუნქციონალიზმისა და მრავალმხრივ წარმოადგენს სტრუქტურული ფუნქციონალიზმის ანტითეზისს. კონფლიქტის თეორია ცდილობს გააერთიანოს სტუქტურული ფუნქციონალიზმი და მარქსიზმი.
დარენდორფის აზრით, ფუნქციონალიზმი გამოსადეგია მაშინ, როდესაც ცდილობ გაანალიზდეს კონსესუსი, კონფლიქტის თეორია კი მიდრეკლია იმისკენ, რომ გაანალიზდეს კონფლიქტი და ძალადობა. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა არის სტრუქტურული ფუნქციონალიზმი, ჩვენ უნდა შევისწავლოთ დევისი და მური, პარსონი და მერტონი.[26][27] დარენდორფი აცხადებს, რომ კაპიტალიზმმა განიცადა დიდი ცვლილებები მას შემდეგ, რაც მარქსმა შეიმუშავა საკუთარი თეორია კლასობრივი ბრძოლის შესახებ. ახალი კაპიტალისტური სისტემა, ცნობილი როგორც პოსტ-კაპიტალიზმი, ხასიათდება მრავალფეროვანი კლასის სტრუქტურითა და ძალაუფლების კომპლექსური სისტემით. ამრიგად, იგი მოიცავს უთანასწორობის გაცილებით რთულ სისტემას, ვიდრე მარქსი თავდაპირველად ასახავდა.[21] დარენდორფი ამტკიცებს, რომ პოსტ-კაპიტალისტურმა საზოგადოებამ მოახდინა კლასობრივი კონფლიქტის ინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფო და ეკონომიკურ სფეროებში.[21] მაგალითისთვის, პროფკავშირების, კოლექტიური მოლაპარაკებების, სასამართლო სისტემისა და საკანონმდებლო დებატების შედეგად, კლასობრივი ბრძოლა უფრო მეტად შეჩვევადი გახდა. ფაქტობრივად, მარქსის დროისთვის დამახასიათებელი მწვავე კლასობრივი დაპირისპირება აღარ არის აქტუალური.
დარენდორფის მსგავსად, კონფლიქტის თეორეტიკოსები ხშირად ფუნქციონალისტებისგან ზუსტად საპირისპირო მოსაზრებას იღებდნენ. ვინაიდან ფუნქციონალისტებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოება თითქმის ურყევია, თუ არა მთლიანად სტატიკური, კონფლიქტის თეორეტიკოსები ამბობდნენ, რომ ყველა საზოგადოება თითოეულ წერტილში ექვემდებარება ცვლილების პროცესს.[27] კონფლიქტის თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ "არსებობს განხეთქილება და კონფლიქტი სოციალური სისტემის ნებისმიერ წერტილში" და "საზოგადოების მრავალი ელემენტი, რომლებიც ხელს უწყობენ დაშლას და ცვლილებებს".[28] მათ მიაჩნიათ, რომ წესრიგი მოდის ზედა ეშელონებიდან იძულებით და რომ ძალაუფლება მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალური წესრიგისთვის.
კონფლიქტის თეორიის შემუშავებისას, დარენდორფმა აღიარა, რომ კონსესუსის თეორია საზოგადოების სრულად ასახვისთვისაც იყო საჭირო. კონსესუსის თეორია ყურადღებას აქცევს საზოგადოებაში ღირებულებების ინტეგრაციას, ხოლო კონფლიქტის თეორია ფოკუსირდება ინტერესთა კონფლიქტის შესწავლაზე და ძალაზე, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს ამ სტრესის მიუხედავად. თავის დროზე, სტრუქტურული ფუნქციონალიზმი იყო წამყვანი თეორია სოციოლოგიაში, სანამ კონფლიქტის თეორია არ აღმოცენდებოდა, როგორც მისი მთავარი კონკურენტი. ამასთან, როგორც სტრუქტურულმა ფუნქციონალიზმმა, ასევე კონფლიქტის თეორიამ მიიღო დიდი კრიტიკა. სინამდვილეში, დარენდორფი ამტკიცებდა, რომ კონსესუსი საჭირო ატრიბუტი იყო კონფლიქტის არსებობისთვის. როგორც იგი ამბობდა, ეს ორი კონსესუსი და კონფლიქტი ერთმანეთის წინაპირობა იყო.[29] თუმცა, საპირისპიროც დასაშვები იყო. მას სჯეროდა, რომ კონფლიქტმა შეიძლება გამოიწვიოს ერთიანობა და კონსესუსი.[28] მიუხედავად ამისა, დარენდორფს არ სჯეროდა ამ ორი თეორიის გაერთიანების, რათა შედგენილიყო ერთიანი და ყოვლისმომცველი თეორია. ამის ნაცვლად, დარენდორფის თეზისი იყო: „ხელისუფლების სხვადასხვაგვარი განაწილება გამომწვევია სისტემური სოციალური კონფლიქტისა“.[28] საბოლოოდ, კონფლიქტის თეორია უკეთ უნდა იყოს აღქმული, ვიდრე გარდამავალი განვითარების ეტაპი სოციოლოგიური თეორიის ისტორიაში. თუმცა, თეორია არამართებული გამოდგა, რადგან მან მარქსის თეორიული მიმართულება არ აიღო. ჯერ კიდევ ადრინდელ 1950-იან და 1960-იან წლებში ამერიკულმა სოციოლოგიამ მთლიანად აღიარა მარქსისეული მიდგომა. მიუხედავად ამისა, სწორედ კონფლიქტის თეორია ეხმარებოდა იმაში, რომ 60-იანების ბოლოს მსოფლიო აღიარება მოეპოვებინა.[29]
ავტორიტეტი
დარენდორფს მიაჩნდა, რომ მარქსის თეორიის განახლება შეიძლებოდა თანამედროვე საზოგადოებისა და რომაული საზოგადოების ასახვისთვის. იგი უარყოფს მარქსის ორკლასიან სისტემას იმის გამო, რომ იგი არის ძალიან პრიმიტიული და მეტისმეტად ორიენტირებულ საკუთრების ქონაზე.[28] სააქციო საზოგადოების აღმავლობის გამო, საკუთრება სულაც არ ასახავს თანამედროვე საზოგადოებაში ეკონომიკური წარმოების კონტროლს..[21] იმის ნაცვლად, რომ აღწეროს კლასის ფუნდამენტური განსხვავებები, საკუთრების თვალსაზრისით, დარენდორფი ირწმუნება, რომ „ჩვენ უნდა შევცვალოთ ეფექტური კერძო საკუთრების ფლობა ან არ ფლობა, კლასის ფორმირების კრიტერიუმად ავტორიტეტის გამოყენებით ან მისი გარიყვით“.[22] დარენდორფის კონფლიქტის თეორიის გადამწყვეტი კომპონენტი ავტორიტეტის იდეაა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს ყველაფერი წააგავს ინდივიდუალურ საკითხს და ფსიქოლოგიურ პრობლემას, დარენდორფი ამტკიცებს, რომ ავტორიტეტი დაკავშირებულია თანამდებობებთან და არა ინდივიდებთან.[28] ამ გზით, სუბორდიანაცია და ავტორიტეტი ზუსტად რომ საზოგადოების მოლოდინია და თუ ეს მოლოდინი არ არის შესრულებული, წესდება სანქციები. მეტიც დარენდორფი ამ იდეას განავრცობს იმით, რომ ადამიანებს, ვისაც ძალაუფლება და უფლებამოსილება აქვთ, მათი როლი შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს სხვადასხვა პოზიციებთან, იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული მოწოდებებია რაიმესკენ. დარენდორფის თანახმად, საზოგადოების ამ განსხვავებულ სფეროებს, სადაც ადამიანების როლი შეიძლება განსხვავებული იყოს, იმპერატიულად კოორდინირებულ ასოციაციებს უწოდებენ.[30] საზოგადოების ჯგუფები სხვადასხვა ასოციაციებშია გაერთიანებული, მათი საერთო ინტერესების მიხედვით. დარენდორფი განმარტავს, რომ ლატენტური ინტერესები ბუნებრივი ინტერესებია, რომლებიც გაუცნობიერებლად წარმოიქმნება ზემდგომებსა და ქვეშემრდომებს შორის. ის განსაზღვრავს მკაფიო ინტერესებს, როგორც ლატენტურ ინტერესს, მაშინ როდესაც იგი რეალიზდება. დაბოლოს, დარენდორფის აზრით, ავტორიტეტის შესწავლა არის მთავარი გასაღები იმისა, რომ გავიგოთ სოციალური კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი.
დარენდორფი, მერტონის მსგასვად, აკვირდებოდა როგორც ლატენტურ, ისე მკაფიო ინტერესებს და მიანიჭა შედგომი კლასიფიკაცია - არაცნობიერი და გააზრებული ინტერესები. მან კონფლიქტის თეორიისთვის პრობლემატურად მიიჩნია ამ ორ ცნებას შორის კავშირი.[29] დარენდორფს მიაჩნდა, რომ კლასობრივი კონფლიქტის ფუნდამენტი იყო საზოგადოების სამი ჯგუფი: კვაზი ჯგუფები, ინტერესთა ჯგუფები და კონფლიქტური ჯგუფები.[30] მაშასადამე, საზოგადოება შეიძლება დაყოფილ იქნას ორ ნაწილად - მმართველ კლასად და მორჩილ კლასად. მმართველ კლასს გააჩნია ავტორიტეტი, როდესაც მორჩილ კლასს არა მარტო არ გააჩნია არანაირი ავტორიტეტი და ძალაუფლება, მაგრამ ასევე ემორჩილება სხვების ნებას. ამ კლასებს შორის ცალსახა კავშირის ახსნას სწორედ კონფლიქტის თეორია ცდილობს.[31] კვაზი ჯგუფები არიან „თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ იდენტური როლური ინტერესები“[30] ინტერესთა ჯგუფები კვაზი ჯგუფებისგან წარმოიქმნება და ორგანიზებულები არიან, ჰყავთ წევრები, ორგანიზაცია, პროგრამა და მიზნები. კვაზი ჯგუფებსა და ინტერეს ჯგუფებს შორის მთავარი განსხვავება არის ის რომ, ინტერესთა ჯგუფს აქვთ იმის უნარი, რომ ორგანიზდნენ და აქვთ კოლექტივისტური, ერთიანობის გრძნობა ან იდენტობა.[32] დარენდორფმა აღიარა, რომ სხვა პირობები, როგორებიცაა პოლიტიკა, ადეკვატური პერსონალი და რეკრუტირება, იღებს მონაწილეობას ჯგუფებთან ერთად. მას ასევე სჯეროდა, რომ იდეალურ პირობებში, კონფლიქტის ახსნა არ იქნება საჭირო სხვა ცვლადებით.[29] მარქსისგან განსხვავებით, მას არ სჯეროდა, რომ კვაზი ჯგუფში შემთხვევითი რეკრუტირება კონფლიქტის ჯგუფს არ შექმნიდა. ლუის კოსერი ფიქრობდა, რომ კონფლიქტის ფუნქციებმა შეინარჩუნა სტატუს-ქვო, დარენდორფი კი თვლიდა, რომ ეს კონფლიქტი ასევე იწვევს ცვლილებებს (სოციალურ სტრუქტურაში) და განვითარებას.[33] მისმა რწმენამ საზოგადოების ცვლილებებთან დაკავშირებით დარენდორფის იდეები განასხვავა მარქსისაგან, რომელიც მხარს უჭერდა უტოპიის კონცეფციას.[1]
მარქსის და დარენფორფის პერსპექტივა კლასის ფორმირებასთან დაკავშირებით
მარქსს სჯეროდა, რომ ისტორია უნდა განისაზღვროს, როგორც კლასობრივი ბრძოლა. მარქსმა კლასი განსაზღვრა, როგორც დომინირებული კლასი და ის, ვინც მათზე დომინირებს. მას სჯეროდა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში არსებობდა სამი ტიპის კლასი: კაპიტალისტები, მშრომელები და წვრილი ბურჟუაზია. პროლეტარიატი და ბურჟუაზია არის კლასების ფორმირების საყრდენი. მარქსს სჯეროდა, რომ სხვადასხვა კლასებს შორის ბრძოლაში ჩამოყალიბდა კლასობრივი ფენომენის კონცეფცია.
მარქსს ესმოდა, რომ არსებობს ორი კლასი: მმართველები, რომლებიც აკონტროლებენ წარმოების საშუალებებს და მართულები, რომლებიც მუშაობენ წარმოების საშუალებებით. ყველა საზოგადოებას სჭირდება ორივე. მათ შორის არსებული კონფლიქტები იწვევს არსებული საზოგადოებრივი წესრიგის განადგურებას ისე, რომ იგი ჩანაცვლდება ახლით.
მეორე მხრივ, დარენდორფს მიაჩნდა, რომ კლასების ფორმირება საერთო ინტერესების ორგანიზაცია იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც არიან მმართველ პოზიციაზე, უნდა აკონტროლებედნენ მათ, ვინც მათ დაქვემდებარებაშია, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გარკვეული სანქციები დაწესდეს ადამიანებზე, რომლებიც ვერ შეასრულებენ ბრძანებებს, შედეგად ეს ადამიანები მიიღებენ ჯარიმებს ან უფრო მკაცრ სასჯელს. დარენდორფი ამტკიცებს, რომ საზოგადოება შედგება მრავალი ერთეულისგან, რომლებსაც იმპერატიულ კოორდინირებულ ასოციაციებს უწოდებენ. მან სოციალური კონფლიქტი განიხილა, როგორც განსხვავება დომინირებულ და მორჩილ ჯგუფებს შორის იმპერატიულ კოორდინირებულ ასოციაციებში.
მარქსი თვლიდა, რომ კლასების ფორმირება ემყარებოდა კერძო საკუთრების არსებობას, ხოლო დარენდორფი ამტკიცებდა, რომ კლასის ფორმირება ყოველთვის ემყარებოდა ავტორიტეტს. მან განსაზღვრა ავტორიტეტი, როგორც სოციალური ორგანიზაციების სახე და სოციალური სტრუქტურების საერთო ელემენტი. ამის გარდა, მარქსსა და დარენდორფს განსხვავებული შეხედულებები აქვთ საზოგადოებების სტრუქტურებთან დაკავშირებით. დარენდორფს სჯეროდა, რომ საზოგადოებას აქვს ორი ასპექტი: კონსესუსი და კონფლიქტი, სტატიკური და ცვალებადი, წესრიგი და ქაოსი, ერთიანობა და ძალაუფლების როლი, ინტეგრაცია და კონფლიქტი, დაბოლოს, - კონსენსუსი და იძულება. იგი ყველა მათგანს საზოგადოების ორმაგ ასპექტებად თვლიდა. დარენდორფი ამტკიცებს, რომ საზოგადოება ვერ გადარჩება კონსესუსის და კონფლიქტის გარეშე. იგი ფიქრობდა, რომ რადგან კონფლიქტის გარეშე კონსესუსი არ შეიძლება არსებობდეს და მიუხედავად იმისა, რომ კონსესუსი იწვევს კონფლიქტს, კონფლიქტი კონსესუსამდე მაინც მიდის.
კრიტიკა
თეორია მხოლოდ მაკროსოციოლოგიურ პერსპექტივას განიხილავს. ეს თეორია ვერ მიესადაგება ძირითად სოციალურ ცხოვრებას.[33] თანამედროვე მულტიკულტურულ საზოგადოებებში, იდენტურობის სადავო კონცეფციამ და კონსტრუქციამ მზარდი ყურადღება მიიქცია და რიგი დებატები წარმოშვა. იდენტურობის საკითხზე დებატების შედეგად და გარდაუვლად გლობალიზაციურ, თანამედროვე, მულტიკულტურულ სამყაროში, მოქალაქეობის საკითხები აქტუალური გახდა. კერძოდ, დისკუსიების დროს გაანალიზდა ის გზები, რომელთა მიხედვითაც მოქალაქეობამ შეუწყო ხელი იდენტობის ჩამოყალიბებას და შენებას. დარენდორფის მარქსიანულმა პოზიციამ, როგორც ჩანს, ხელი შეუშალა მას ამ დებატებში მონაწილეობის მისაღებად. დარენდორფის თეორიაში არ იყო მნიშვნელოვანი კულტურის, შესაბამისად, მოქალაქეობისა და იდენტურობის საკითხები.[34]
ურთიერთობა სხვა კლასიკურ თეორეტიკოსებთან და პერსპექტივები
1950-იანი წლების სოციალურ თეორეტიკოსთა მიერ გამოქვეყნებული მრავალი სხვა ნაწარმოებისგან განსხვავებით, დარენდორფის ნაშრომში აღიარებულია იგივე კლასობრივი ინტერესები, რომლებიც აწუხებდა მარქსს. მარქსის მსგავსად, დარენდორფი თანხმდება, რომ კონფლიქტი კვლავ სოციალური ცხოვრების ძირითადი ფაქტორია. დარენდორფს მიაჩნდა, რომ კლასობრივმა კონფლიქტმა შეიძლება საზოგადოებისთვის სასარგებლო შედეგი გამოიღოს, მაგალითად, პროგრესული ცვლილებები.[21]
დარენდორფი აღიარებულია, როგორც ერთ – ერთ საუკეთესო გამოსავლად 1950 – იანი წლების სტრუქტურული ფუნქციონალისტური ტრადიციიდან. დარენდორფმა გააკრიტიკა და ეწინააღმდეგებოდა სტრუქტურული ფუნქციონალისტური სკოლის მიერ საზოგადოების ჰარმონიის, სტაბილურობისა და კონსენსუსის ცრუ, უტოპიურ წარმოდგენას.[35] ამის მიუხედავად, დარენდორფი კვლავ იზიარებს სტრუქტურულ ფუნქციონალისტთა მთავარ იდეებს, როგორიცაა პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების ეფექტურობის ზოგად რწმენას. როგორც ვებერი, ასევე დარენდორფიც აკრიტიკებს მარქსის მოსაზრებას, რომ სამუშაო კლასი საბოლოოდ გახდება ერთგვაროვანი და არაკვალიფიციური მანქანების ოპერატორთა ჯგუფი. დარენდორფი აღნიშნავს, რომ პოსტ-კაპიტალისტურ საზოგადოებაში არსებობს მკაფიო განსხვავება შემოსავლის, პრესტიჟის, უნარ-ჩვევებისა და სიცოცხლის შანსების შესახებ. დარენდორფის პლურალისტური შეხედულება კლასის და ძალაუფლების სტრუქტურების შესახებ და რწმენა იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებებში ხელისუფლების იერარქიები გარდაუვალია, ასევე ასახავს ვებერისეულ იდეებს.[21]
დამატებითი ლიტერატურა
- Marius Strubenhoff, 'Materialist Method, Agonistic Liberalism: Revisiting Ralf Dahrendorf's Political Thought', in History of Political Thought 39 (2018), 541-567
- Julie Smith, Ralf Dahrendorf (Lord Dahrendorf) in Brack et al. (eds.) Dictionary of Liberal Biography; Politico's 1998 pp. 89–90
- Julie Smith, Ralf Dahrendorf in Brack & Randall (eds.) Dictionary of Liberal Thought; Politico's 2007 pp83–85
- Edward G. Grabb, "Theories of Social Inequality: Classical and Contemporary Perspectives." Ontario: Harcourt Brace & Company, 1997
პუბლიკაციები დაბეჭდილი სხვა ენებზე
ლიტერატურა ინგლისურად
- Dahrendorf, Ralf. (1959) Class and Class Conflict in Industrial Society. Stanford: Stanford University Press
- Dahrendorf, Ralf. (1968) Essays in the Theory of Society. Stanford: Stanford University Press
- Dahrendorf, Ralf. (1967) Society and Democracy in Germany. New York & London: W. W. Norton & Company
- "The Modern Social Conflict". University of California Press: Berkeley and Los Angeles, 1988
- Dahrendorf, Ralf (1974) The New Liberty BBC Radio Reith Lectures
- Dahrendorf, Ralf. (1975) The Crisis of Democracy, Report on the Governability of Democracies to the Trilateral Commission.Excerpts of remarks by Ralf Dahrendorf on the governability study. NY: New York University Press. ISBN 0-8147-1364-5
- Dahrendorf, Ralf (1990) Reflections on the Revolution in Europe: In a letter intended to have been sent to a gentleman in Warsaw. New York: Random House
- Dahrendorf, Ralf. (1979) Life chances: Approaches to Social and Political Theory. London: Weidenfeld and Nicolson, ISBN 0-297-77682-7
ლიტერატურა ფრანგულად
- Dahrendorf, Ralf. (1972) Classes et conflits de classes dans la société industrielle. (Introduction by Raymond Aron), Paris: Gallimard
ლიტერატურა გერმანულად
- Gesellschaft und Freiheit: Zur soziologischen Analyse der Gegenwart. Piper, München 1961
- Die angewandte Aufklärung: Gesellschaft u. Soziologie in Amerika. Piper, München 1962
- Homo Sociologicus: ein Versuch zur Geschichte, Bedeutung und Kritik der Kategorie der sozialen Rolle. Westdeutscher Verlag, Köln/Opladen 1965
- Gesellschaft und Demokratie in Deutschland. Piper, München 1965
- Konflikt und Freiheit: auf dem Weg zur Dienstklassengesellschaft. Piper, München 1972, ISBN 3-492-01782-7
- Pfade aus Utopia: Arbeiten zur Theorie und Methode der Soziologie. Piper, München 1974, ISBN 3-492-00401-6
- Lebenschancen: Anläufe zur sozialen und politischen Theorie. Suhrkamp-Taschenbuch, Frankfurt a.M. 1979, ISBN 3-518-37059-6
- Die neue Freiheit: Überleben und Gerechtigkeit in einer veränderten Welt. Suhrkamp, Frankfurt a.M. 1980, ISBN 3-518-37123-1
- Die Chancen der Krise: über die Zukunft des Liberalismus. DVA, Stuttgart 1983, ISBN 3-421-06148-3
- Fragmente eines neuen Liberalismus. DVA, Stuttgart 1987, ISBN 3-421-06361-3
- Der moderne soziale Konflikt: Essay zur Politik der Freiheit. DVA, Stuttgart 1992, ISBN 3-421-06539-X
- Die Zukunft des Wohlfahrtsstaats. Verl. Neue Kritik, Frankfurt a.M. 1996
- Liberale und andere: Portraits. DVA, Stuttgart 1994, ISBN 3-421-06669-8
- Liberal und unabhängig: Gerd Bucerius und seine Zeit. Beck, München 2000, ISBN 3-406-46474-2
- Über Grenzen: Lebenserinnerungen. Beck, München 2002, ISBN 3-406-49338-6
- Auf der Suche nach einer neuen Ordnung: Vorlesungen zur Politik der Freiheit im 21. Jahrhundert. Beck, München 2003, ISBN 3-406-50540-6
- Der Wiederbeginn der Geschichte: vom Fall der Mauer zum Krieg im Irak; Reden und Aufsätze. Beck, München 2004, ISBN 3-406-51879-6
- Werner Bruns, Döring Walter (Hrsg): Der selbstbewusste Bürger. Bouvier Verlag
- Engagierte Beobachter. Die Intellektuellen und die Versuchungen der Zeit, Wien: Passagen Verlag 2005
- Versuchungen der Unfreiheit. Die Intellektuellen in Zeiten der Prüfung . München 2006, ISBN 3-406-54054-6
ჯილდოები და პრიზები
- 1977: Honorary Degree (Doctor of Science) awarded by the University of Bath.[36]
- 1982: Knight Commander of the Order of the British Empire
- 1989: Grand Cross with Star and Sash of the Order of Merit of the Federal Republic of Germany
- 1993: Life Peer (Baron Dahrendorf)
- 1997: Theodor-Heuss-Preis
- 1999: Medal of Merit of Baden-Württemberg
- 1999: Honorary Senator of the University of Hamburg
- 2002: Knight Grand Cross of the Order of Merit of the Italian Republic
- 2003: Pour le Mérite
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Mann, Douglas (2008). A Survey of Modern Social Theory. Ontario, Canada: Oxford University Press, გვ. 42.
- ↑ Grimes, William. "Ralph Dahrendorf, Sociologist, Dies at 80 ", The New York Times, 22 June 2009. Accessed 10 October 2009.
- ↑ Stern, Fritz. "Five Germanys I have Known", pg. 225.
- ↑ 4.0 4.1 Grimes, William. "Ralph Dahrendorf, Sociologist, Dies at 80 ", The New York Times, 22 June 2009. Accessed 22 June 2009.
- ↑ 5.0 5.1 „Lord Dahrendorf“. The Daily Telegraph. London. 18 June 2009. ციტირების თარიღი: 22 May 2010.
- ↑ „A time to speak out“. The Guardian. London. 5 February 2007. ციტირების თარიღი: 22 May 2010.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 August 2008. ციტირების თარიღი: 2009-06-25.
- ↑ Independent Jewish Voices.
- ↑ Pick, Hella. "Lord Dahrendorf, German sociologist and politician who became director of the LSE and a life peer ", The Guardian, 19 June 2009. Accessed 10 October 2009.
- ↑ 10.0 10.1 Cashmore, Ellis; Rojek, Chris (1999) Dictionary of Cultural Theorist. New York, NY: Oxford University Press, გვ. 109–111.
- ↑ Turner, Bryan (26 April 2010). „Ralf Dahrendorf on citizenship and life chances“. Citizenship Studies. 14 (2): 237. doi:10.1080/13621021003594973. S2CID 145360857.
- ↑ 12.0 12.1 12.2 Mann, Douglas (2008) Understanding Society: A Survey of Modern Social Theory. Oxford University Press, გვ. 42–43. ISBN 978-0-19-542184-2.
- ↑ Allan, Kenneth (2006) Contemporary Social and Sociological Theory: Visualizing Social Worlds. Pine Forge Press, გვ. 164. ISBN 1-4129-1362-4.
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 Pick, Hella. Lord Dahrendorf. ციტირების თარიღი: 16 October 2014.
- ↑ Emerald: Article Requests: Indefinite articles. Emerald Group Publishing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი 2020. ციტირების თარიღი: 27 May 2009.
- ↑ "No. 53377". The London Gazette. 20 July 1993. p. 12151.
- ↑ The FIRST International Award for Responsible Capitalism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-25. ციტირების თარიღი: 2020-11-16.
- ↑ WZB website დაარქივებული 1 August 2009 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- ↑ German sociologist Ralf Dahrendorf dies | DW | 18.06.2009.
- ↑ German sociologist Ralf Dahrendorf dead. EarthTimes / DPA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 18 June 2009.
- ↑ 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 21.6 21.7 Grabb, Edward G. "Theories of Social Inequality." Ontario: Harcourt Brace & Company. 1997
- ↑ 22.0 22.1 Dahrendorf, Ralf."Class and Class Conflict in Industrial Society." Stanford CA: Stanford University. 1959
- ↑ Rummer, R.J.. Understanding Conflict and War: Vol. 3: Conflict In Perspective. Sage Publications, 1977. ციტირების თარიღი: 9 October 2014.
- ↑ 24.0 24.1 Mann, Douglas (2008). A Survey of Modern Social Theory. Ontario, Canada: Oxford University Press, გვ. 43.
- ↑ Mann, Douglas (2008). Understanding Society: A Survey of Modern Social Theory. Canada: Oxford University Press, გვ. 42–43.
- ↑ Ritzer, George (19 May 2010) Sociological Theory. Avenue of the Americas, New York, NY: McGraw-Hill. ISBN 978-0-07-811167-9.
- ↑ 27.0 27.1 Ritzer, George (2008). Sociological Theory. New York, NY: McGraw-Hill, გვ. 265.
- ↑ 28.0 28.1 28.2 28.3 28.4 Ritzer, George (2008). Sociological Theory. New York, NY: McGraw-Hill, გვ. 266.
- ↑ 29.0 29.1 29.2 29.3 Ritzer, George (2010) Sociological theory, 8th, Boston: McGraw-Hill. ISBN 978-0-07-811167-9.
- ↑ 30.0 30.1 30.2 Ritzer, George (2008). Sociological Theory. New York, NY: McGraw-Hill, გვ. 268.
- ↑ Robinson, Robert V.; Kelley, Jonathan (1979). „Class as Conceived by Marx and Dahrendorf: Effects on Income Inequality and Politics in the United States and Great Britain“. American Sociological Review. 44 (1): 38–58. doi:10.2307/2094817. JSTOR 2094817.
- ↑ Allan, Kenneth (2006). Contemporary Socialand Sociological Theory. California: Pine Forge Press, გვ. 164.
- ↑ 33.0 33.1 Ritzer, George (2008). Sociological Theory. New York, NY: McGraw-Hill, გვ. 269.
- ↑ Turner, Bryan (26 April 2010). „Ralf Dahrendorf on citizenship and life chances“. Citizenship Studies. 14 (2): 241. doi:10.1080/13621021003594973. S2CID 145360857.
- ↑ Grabb, Edward G. "Theories of Social Inequality." Toronto: Holt, Rinehart, and Winston of Canada. 1984
- ↑ Corporate Information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-19. ციტირების თარიღი: 2020-11-16.
გარე ბმულები
- 2011 Dahrendorf Symposium – Changing the Debate on Europe – Moving Beyond Conventional Wisdoms
- 2011 Dahrendorf Symposium Blog
- Straddling Theory with Practice – Conversation with Sir Ralf Dahrendorf by Harry Kreisler of the Institute of International Studies; 4 April 1989
- Daily Telegraph obituary
- Biography at the Liberal Democrat History Group
- New York Times Obituary
- Lecture of Dahrendorf (25 May 1989) about 'The Decline of Socialism' at Gresham College (audio and pdf transcript)
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: გერარდ იანი |
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინსტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი | შემდეგი: კარლ მოერში |
წინამორბედი: ჰანს ფონ დერ გრობენი |
ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში | შემდეგი: ვილი დე კლერკი |
წინამორბედი: ალტიერო სპინელი |
ევროკომისარი კვლევის, მეცნიერებისა და განათლების საკითხებში | შემდეგი: Guido Brunner |
წინამორბედი: ჰანს ვოლფგანგ რუბინი |
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავმჯდომარე | შემდეგი: ვოლფგანგ მიშნიკი |
სამეცნიერო პოსტები | ||
წინამორბედი: თეოდორ ვ. ადორნო |
გერმანიის სოციოლოგიის საზოგადოების თავმჯდომარე | შემდეგი: ერვინ კ. შოიჰი |
წინამორბედი: ვალტერ ადამსი |
ლონდონის ეკონომიკის სკოლის დირექტორი | შემდეგი: აი ჯი პატელl |
წინამორბედი: სერ რაიმონდ კარ |
ოქსფორდის წმინდა ანტონის კოლეჯის დეკანი | შემდეგი: სერ მარრაკ გოლდინგი |