უედელის ზღვა
უედელის ზღვა | |
---|---|
უედელის ზღვა | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
ტიპი | განაპირა ზღვა |
ფართობი | 2,8 მლნ. კმ² |
საშუალო სიღრმე | 3000 მ |
უდიდესი სიღრმე | 6820 მ |
უედელის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე |
უედელის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, ანტარქტიდის ნახევარკუნძულსა (დასავლეთით) და კოტსის მიწას (აღმოსავლეთით) შორის. ფართობი 2,8 მილიონი კმ², სიღრმე უმეტესად 3000 მ, მაქსიმალური 6820 მ. სამხრეთი ნაპირი წარმოადგენს ფილხნერ-რონეს შელფური მყინვარის კიდეს. სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი წყალმარჩხია. ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილი მთელი წლის განმავლობაში დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. ერთი მხრივ, ზღვა წარმოადგენს არგენტინა-ბრიტანეთს შორის დავის საგანს, ხოლო მეორე მხრივ ამ ტერიტორიაზე ჩილესაც აქვს პრეტენზია. უედელის ზღვა აღმოაჩინა ჯეიმზ უედელის ინგლისურმა ექსპედიციამ 1823 წელს და ატარებდა გეორგ IV-ის სახელს. უედელის სახელი ეწოდა 1930 წელს.
ისტორიკოსი თომას რ. ჰენრი 1950 წელს გამოცემულ თავის წიგნში „თეთრი კონტინენტი“ წერს:
„ყველა, ვინც ცურავდა აისბერგებიან უედელის ზღვაში, ამტკიცებს, რომ ეს არის დედამიწის ზურგზე ყველაზე მუხანათური და დამთრგუნველი რეგიონი. როსის ზღვა შედარებით მშვიდია, პროგნოზირებადი და უსაფრთხო.“
|
შემდეგ ის მთელ თავს უთმობს მწვანეთმიან კაცთევზასთან დაკავშირებულ მითებს, რომელიც გამჭვირვალე ყინულოვანი წყლებიდან იყურებოდა და 1949 წლამდე არ აძლევდა გემებს ყინულებს შორის ამ ვიწრო ბილიკის გავლის საშუალებას.
რესურსები ინტერნეტში
- უედელის ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- უედელის ზღვა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)