ფიალის თანავარსკვლავედი

ფიალის თანავარსკვლავედი (ლათ. Crater) — თანავარსკვლავედი ცის სამხრეთ ნახევარსფეროზე. მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავის ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეა 3,6. დაკვირვებისათვის საუკეთესო პირობებია მარტში. შეიცავს 20 ვარსკვლავს, რომელთა ხილვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. ჩანს საქართველოდანაც.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 283.