ჯვარი (ქალაქი)
ჯვარი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ენგურის ნაპირას, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 280 მ სიმაღლეზე. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, საზოგადოებრივი ცენტრი. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. 2014 წელს განიხილებოდა ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნა, რომელშიც უნდა გაერთიანებულიყო სოფლები ლია, ფახულანი, ჭალე, მუჟავა, ეწერი და ჩქვალერი, ხოლო ცენტრი ყოფილიყო ქალაქი ჯვარი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.[2][3]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 763 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1989[4] |
5054 |
-- |
--
|
2002[4] |
4794 |
-- |
--
|
2014[1] |
763 |
359 |
404
|
ლიტერატურა
სქოლიო
|
---|
| დასახლებული პუნქტები |
ქალაქები | |
---|
| მუნიციპალიტეტები | |
---|
| სოფლები/თემები | |
---|
|
---|
| მუზეუმები | |
---|
| კურორტები | |
---|
| მდინარეები | |
---|
|