აჭი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
აჭი [ 2] — სოფელი საქართველოში , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში , ქაქუთის თემში (სოფლები: აჭი, გოგმაჩაური , ნაცხავატევი , ქაქუთი ). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე აჭისწყლის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 300 მ., ქობულეთიდან 38 კილომეტრის დაშორებით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 253 კაცი[ 1] .
დემოგრაფია
აღწერის წელი
მოსახლეობა
2002
309[ 3] [ 4]
2014
253[ 1]
ისტორია
ისტორიულად სოფელს ზედა აჭი ეწოდებოდა და სოფელ აჭთან ერთად ოზურგეთის მაზრის ლიხაურის სასოფლო საოგადოებაში შედიოდა. 1930-იან წლებში სოფელი ქობულეთის რაიონის ნაწილი გახდა. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა .
ლიტერატურა
სქოლიო
The article is a derivative under the Creative Commons Attribution-ShareAlike License .
A link to the original article can be found here and attribution parties here
By using this site, you agree to the Terms of Use . Gpedia ® is a registered trademark of the Cyberajah Pty Ltd