ცხრაფონა
ცხრაფონა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლეღვის თემში (სოფლები: ლეღვა, სკურა, ცხრაფონა). მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე ცხრაფონის (ჩოლოქის აუზი) ხეობაში, ზღვის დონიდან 230 მ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 698 კაცი.[1]
დემოგრაფია
ისტორიული ძეგლები
სოფელში დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც 1600-1625 წლებში ააშენა მამია II გურიელმა და ის ბაილეთისა და მამათის ეკლესიებთან ერთად შესწირა იერუსალიმში უფლის საფლავს.
მთლიანად დანგრეული ეკლესია ძველის საძირკველზე ხელახლა ააშენეს XX საუკუნის 90-იან წლებში. ეკლესიასთან ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.
სქოლიო