სკურა
სკურა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლეღვას თემში (სოფლები: ლეღვა, სკურა, ცხრაფონა). მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე ოჩხამურის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 160 მ., ქობულეთიდან 20 კმ., ოჩხამურიდან 10 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 403 კაცი[1].
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
608[2][3]
|
2014 |
403[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო