გოგმაჩაური
გოგმაჩაური — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ქაქუთის ადმინისტრაციული ერთეულში (სოფლები: აჭი, გოგმაჩაური, ნაცხავატევი, ქაქუთი).
მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჩოლოქის ზემო დინებაში, ზღვის დონიდან 380 მ., ქობულეთიდან 18 კმ., ქაქუთიდან 2 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 53 კაცი.[1] სოფლიდან არის ასასვლელი ელიას ციხეზე.
ისტორია
ისტორიულად სოფელი ოზურგეთის მაზრის ლიხაურის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1930-იან წლებში ქობულეთის რაიონის ნაწილი გახდა. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
68[2][3]
|
2014 |
53[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო