ფრიდრიხ კარლ რუდოლფ ბერგიუსი (გერმ.Friedrich Karl Rudolf Bergius; დ. 11 ოქტომბერი, 1884 — 30 მარტი, 1949) — გერმანელი ქიმიკოსი. ცნობილია ბერგიუსის პროცესის გამოყენებით ნახშირისგან სინთეზური საწვავის წარმოებით. 1931 წელს კარლ ბოშთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა გერმანულ ქიმიურ და ფარმაცევტულ კონგლომერატში, „IG Farben“. ომის შემდეგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, იგი საცხოვრებლად გადავიდა არგენტინაში, სადაც მრეწველობის სამინისტროს მრჩეველის თანამდედობას იკავებდაა.[12][13]