ჯულიო ნატა

ჯულიო ნატა
იტალ. Giulio Natta
დაბ. თარიღი 26 თებერვალი, 1903(1903-02-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი Porto Maurizio[5] [10]
გარდ. თარიღი 2 მაისი, 1979(1979-05-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] (76 წლის)
გარდ. ადგილი ბერგამო, იტალია[5]
მოქალაქეობა  იტალია
 იტალიის სამეფო
საქმიანობა ქიმიკოსი, გამომგონებელი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი მილანის ტექნიკური უნივერსიტეტი, საპიენცის უნივერსიტეტი, პავიის უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტი და ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მილანის ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემია ქიმიაში[11] [12] , მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი[13] , დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის და ჯონ სკოტის მედალი
საიტი giulionatta.it

ჯულიო ნატა (იტალ. Giulio Natta; დ. 26 თებერვალი, 1903 — გ. 2 მაისი, 1979) — იტალიელი ქიმიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი. 1963 წელს კარლ ზიგლერთან ერთად, მაღალ პოლიმერებზე მუშაობით მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. 1969 წელს მან ასევე მიიღო ლომონოსოვის ოქროს მედალი.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ჯულიო ნატა დაიბადა იტალიის ქალაქ იმპერიაში. 1924 წელს გახდა მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 1927 წელს ჩააბარა გამოცდები, ხოლო 1933 წელს გახდა პროფესორი და პავიას უნივერსიტეტის ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, სადაც მუშაობდა 1935 წლამდე. ამ წელს დაინიშნა რომის უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის პროფესორის თანამდებობაზე.

კარიერა

1936 წლიდან 1938 წლამდე იყო ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ინდუსტრიული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. იგი მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა ზიგლერ-ნატას კატალიზატორის გაუმჯობესებაზე, რისთვისაც 1963 წელს კარლ ზიგლერთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია.

პირადი ცხოვრება

1935 წელს ჯულიო ნატა დაქორწინდა როზიტა ბიტიზე, წყვილს მოგვიანებით ეყოლა ორი შვილი. როზიტა გარდაიცვალა 1968 წელს.[14]

1956 წელს ნატას დაუდგინდა პარკინსონის დაავადება. 1963 წლისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ 1963 წელს ნობელის პრემიაზე სიტყვით გამოსვლისას მას მისი შვილის და რამდენიმე კოლეგის დახმარება დასჭირდა. გარდაიცვალა ბერგამოში, იტალიაში, 76 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 www.accademiadellescienze.it
  6. 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  7. I professori dell'Università di Pavia (1859-1961)
  8. 8.0 8.1 Annuaire prosopographique : la France savante
  9. 9.0 9.1 Munzinger Personen
  10. https://www.treccani.it/enciclopedia/giulio-natta
  11. The Nobel Prize in Chemistry 1963Nobel Foundation.
  12. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  13. Большая золотая медаль РАН имени М.В.Ломоносоваრუსეთის მეცნიერებათა აკადემია.
  14. "NATTA, Giulio" in Dizionario Biografico degli Italiani, Volume 78 (2013).