ჰანს ჩელპინი
ჰანს ჩელპინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 თებერვალი, 1873[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | აუგსბურგი[9] [10] |
გარდ. თარიღი | 6 ნოემბერი, 1964[9] [1] [3] [4] [5] (91 წლის) |
გარდ. ადგილი | სტოკჰოლმი[9] |
დასაფლავებულია | ნორა ბეგრავნინგსპლატსენი[11] [12] |
მოქალაქეობა |
გერმანია შვედეთი |
საქმიანობა | ბიოქიმიკოსი, ქიმიკოსი[13] , უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო |
მუშაობის ადგილი | სტოკჰოლმის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ვიურცბურგის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Astrid Cleve[13] და Beth von Euler-Chelpin |
შვილ(ებ)ი | Ulf von Euler[13] , Karin Stolpe და Georg von Euler[13] |
ჯილდოები | დიდი ოფიცრის ჯვარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, ნობელის პრემია ქიმიაში[13], ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Honorary doctor at the University of Bern, Goethe Medal for Art and Science, honorary doctor of Rutgers University, honorary doctor of Stockholm University და honorary doctor at Christian-Albrechts-Universität zu Kiel |
ჰანს კარლ ოგუსტ საიმონ ვონ ეულერ-ჩელპინი (დ. 15 თებერვალი, 1873 — გ. 7 ნოემბერი, 1964[14]) — გერმანიაში დაბადებული შვედი ბიოქიმიკოსი. 1929 წელს ართურ ჰარდენთან ერთად, შაქრის ფერმენტაციისა და ფერმენტული დუღილის გამოკვლევისათვის მიიღო ნობელის პრემია ქიმიის დარგში. სტოკჰოლმის უნივერსიტეტში, 1906 წლიდან 1941 წლამდე იყო ორგანული ქიმიის პროფესორი, ხოლო 1938 წლიდან 1948 წლამდე, მისი ინსტიტუტის ორგანულ-ქიმიური კვლევების დირექტორი. დაქორწინდა შვედი ქიმიკოსის და ბიოლოგისტის თეოდორ კლევის ქალიშვილზე, ასტრიდ კლევ ვონ ეულერზე, რომელიც პროფესიით იყო ბოტანიკოსი, გეოლოგისტი და ქიმიკოსი. 1970 წელს, მის შვილს ულფ ვონ ეულერს, ნობელის პრემია გადაეცა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.
პირადი ცხოვრება
შვედი ბიოქიმიკოსი ეულერ-ჩელპინი 1873 წლის 15 თებერვალს დაიბადა აუგსბურგში, გერმანიაში. მამამისი სამეფო ბავარიის პოლკში იყო კაპიტანი, შემდეგ კი მუშაობა მიუნხენში განაგრძო. ჩელპინმა ძირითადი დრო ბებიასთან ერთად გერმანიაში, როზენჰაიმის რაიონის ქალაქ ვეიზერბურგში გაატარა. სწავლობდა „სამეფოს საშუალო სკოლაში“, აუგსბურგში, ასევე ვიურცბურგსა და ულმიში. მას შემდეგ, რაც ერთი წლის განმავლობაში მოხალისედ მსახურობდა ბავარიის პირველ საველე საარტილერიო პოლკში, დაინტერესდა ფერების თეორიით, იგი 1891 წლიდან 1893 წლამდე ხელოვნების ფაკულტეტს „მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში“ სწავლობდა. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ შმიტ-რეუტი და გერმანელი მხატვარი ფრანზ ვონ ლენბაჩი. შემდეგ ჩელპინმა ქიმიის შესწავლა ბერლინის უნივერსიტეტში გადაწყვიტა, სადაც მას ასწავლიდა გერმანელი ქიმიკოსი ემილ ფიშერის და ა. როუზენჰეიმი, ხოლო მისი ფიზიკის მასწავლებლები იყვნენ ე. ვორბურგი და გერმანელი ფიზიკოსი მაქს პლანკი, რომელიც არის კვანტური თეორიის დამფუძნებელი და ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1918). ჩელპინს 1895 წელს „ბერლინის უნივერსიტეტისგან“ მიენიჭა დოქტორის ხარისხი.
1889 წელს ეულერ ჩელპინი დაინიშნა სტოკჰოლმის „სამეფო უნივერსიტეტის“ მასწავლებლად, სადაც იგი ხშირად სტუმრობდა ჰოლანდიელი ქიმიკოსის, თანამედროვე ფიზიკური ქიმიისა და სტერეოქიმიის ფუძემდებელს, იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფის ლაბორატორიას, რომელსაც ასევე, 1901 წელს ქიმიის დარგში მიენიჭა ნობელის პრემია. ვანტ-ჰოფი იყო ერთ-ერთი მათგანი იმ მრავალი მეცნიერიდან, რომელმაც ვალთერ ნერნსტთან ერთად დიდი გავლენა მოახდინა ჩელპინის სამეცნიერო ინტერესებზე.
1902 წელს ჩელპინი გახდა შვედეთის კანონიერი მოქალაქე. მიუხედავად ამისა, პირველი მსოფლიო ომის დროს, ჩელპინი ნებაყოფლობით ემსახურებოდა გერმანიის საჰაერო ძალებს, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის საკეთილდღეოდ მონაწილეობას იღებდა დიპლომატიურ საკითხებში.
1906 წელს სტოკჰოლმში, „სამეფო უნივერსიტეტში“ დაინიშნა ორგანული ქიმიის პროფესორად. 1929 წელს კნუტ და ელის ვოლენბერგის ფონდმა და საერთაშორისო განათლების საბჭომ სტოკჰოლმში დაარსეს ვიტამინის და ბიოქიმიის ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც ეულერ ჩელპინი აირჩიეს. 1941 წელს მან მასწავლებლობის კარიერა დაამთავრა, თუმცა გააგრძელა სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მიღება.
ჰანს ჩელპინმა სულ ორჯერ იქორწინა. მისი პირველი ცოლი ასტრიდ კლევი იყო, რომელიც პირველი შვედი ქალი იყო რომელსაც მეცნიერების დარგში დოქტორის წოდება მიენიჭა. იგი მეორედ ელისაბეტ ბარონეს უგლასზე (1887-1973) დაქორწინდა, რომელიც ამავდროულად იყო მისი თანამშრომელიც. მას პირველი ქორწინებიდან ეყოლა ვაჟი, ულფ ვონ ეულერი (1905-1983) რომელიც კარგად ცნობილი ფიზიოლოგისტი იყო, და რომელმაც 1970 წელს ნობელის პრემია აიღო ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში. 1931 წელს ჩელპინის ქალიშვილი კარინ ვონ ეულერ-ჩელპინი დაქორწინდა შვედ მწერალზე, მთარგმნელზე და ჟურნალისტზე სვენ სტოლპზე.
ცხოვრების განმავლობაში ეულერ-ჩელპინმა შექმნა მონოგრაფიების სერია, ისეთ თემაზე როგორიცაა სიმსივნეების ბიოქიმია, რომელიც დაწერა ხოლო 1942 წელს გამოაქვეყნა ბოლესლავ სკარზინსკისთან ერთად, ხოლო 1962 წელს ხელმეორედ გამოქვეყნდა სახელწოდებით „ქიმიოთერაპია და კიბოს პროფილაქტიკა“.
ჩელპინი გარდაიცვალა სტოკჰოლმში, 1964 წლის 6 ნოემბერს, 91 წლის ასაკში.
სქოლიო
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Annuaire prosopographique : la France savante
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 9.0 9.1 9.2 Эйлер-Хельпин Ханс Карл Август Симон фон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Hans von Euler-Chelpin - Facts
- ↑ Norra Begravningsplatsen: Kändisarna — Hittagraven.
- ↑ von Euler-Chelpin, JOHAN KARL AUGUST SIMON — Svenskagravar.se.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 Euler-Chelpin, von, släkt
- ↑ https://www.britannica.com/biography/Hans-von-Euler-Chelpin
|