ცამეტი — მეცამეტე ნატურალური რიცხვი. არის თორმეტის მომდევნო და თოთხმეტის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 13. 13 არის კენტი და მარტივი რიცხვი. სიტყვა „ცამეტი“ არის რთული შედგენილობის და მისი პირვანდელი ვარიანტია სამ-მეტი (იგულისხმება ათზესამი ერთეულით მეტი).