ჩვიდმეტი — მეჩვიდმეტე ნატურალური რიცხვი. არის თექვსმეტის მომდევნო და თვრამეტის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 17. 17 არის კენტი და მარტივი რიცხვი. სიტყვა „ჩვიდმეტი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ათ-შვიდ-მეტი (იგულისხმება ათზეშვიდი ერთეულით მეტი).