ორმოცდაექვსი — ორმოცდამეექვსე ნატურალური რიცხვი. არის ორმოცდახუთის მომდევნო და ორმოცდაშვიდის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 46. 46 არის ლუწი და შედგენილი რიცხვი. სიტყვა „ორმოცდაექვსი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ორი ოცი და ექვსი (იგულისხმება ორმოცზეექვსი ერთეულით მეტი).