ორმოცი — მეორმოცე ნატურალური რიცხვი. არის ოცდაცხრამეტის მომდევნო და ორმოცდაერთის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 40. 40 არის მეოთხე ათეულის პირველი ლუწი და შედგენილი რიცხვი. სიტყვა „ორმოცი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ორი ოცი (იგულისხმება ორჯერ აღებული ოცი).