თოთხმეტი — მეთოთხმეტე ნატურალური რიცხვი. არის ცამეტის მომდევნო და თხუთმეტის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 14. 14 არის ლუწი და შედგენილი რიცხვი. სიტყვა „თოთხმეტი“ არის რთული შედგენილობის და მისი პირვანდელი ვარიანტია ათ-ოთხ-მეტი (იგულისხმება ათზეოთხი ერთეულით მეტი).