ოცდაექვსი — ოცდამეექვსე ნატურალური რიცხვი. არის ოცდახუთის მომდევნო და ოცდაშვიდის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 26. 26 არის ლუწი და შედგენილი რიცხვი. სიტყვა „ოცდაექვსი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ოცი და ექვსი (იგულისხმება ოცზეექვსი ერთეულით მეტი).