ორმოცდაცხრამეტი — ორმოცდამეცხრამეტე ნატურალური რიცხვი. არის ორმოცდათვრამეტის მომდევნო და სამოცის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 59. 59 არის კენტი და მარტივი რიცხვი. სიტყვა „ორმოცდაცხრამეტი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ორი ოცი და ათ-ცხრა-მეტი (იგულისხმება ორმოცდაათზეცხრა ერთეულით მეტი).