ორმოცდახუთი — ორმოცდამეხუთე ნატურალური რიცხვი. არის ორმოცდაოთხის მომდევნო და ორმოცდაექვსის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 45. 45 არის კენტი და შედგენილი რიცხვი. სიტყვა „ორმოცდახუთი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ორი ოცი და ხუთი (იგულისხმება ორმოცზეხუთი ერთეულით მეტი).